ბრიტანელი ჟურნალისტი მაიკ გოლდუოთერი - ისტორიის ცოცხალი მოწმე

ბრიტანელი ჟურნალისტი მაიკ გოლდუოთერი - ისტორიის ცოცხალი მოწმე

დოკუმენტური ფილმის პრემიერა: აფხაზეთი 1993, ქართველთა ეთნიკური წმენდისა და რუსული აგრესიის უთქმელი ისტორია ბრიტანელი ჟურნალისტის ობიექტივში

ცნობილი ბრიტანელი ფოტოჟურნალისტი მაიკ გოლდუოტერი საკუთარ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს, სადაც 1993 წლის აფხაზეთის ომის დროს მიღებულ პირად გამოცდილებასა და ისტორიულ არქივებს გააცოცხლებს.

მაიკ გოლდუოტერი, რომლის ემოციურმა და მძიმე ფოტოკადრებმა თავის დროზე მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო (The Independent Magazine-ის გარეკანზეც დაიბეჭდა), პროექტს შეუფასებელ საერთაშორისო ხედვას შესძენს.

მის მიერ მომზადებული ფილმი ორ ცენტრალურ, გადამწყვეტ ისტორიულ ხაზს გააერთიანებს: ომის დროს ქართველთა ეთნიკური წმენდის, დევნილობისა და ჰუმანიტარული კატასტროფის პირდაპირი, უტყუარი ფოტო-დოკუმენტირება და იშვიათი კადრები კრემლიდან, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს მოლაპარაკებებისას ახლდა თან.

ასოციაცია „გზა შინისაკენ“ უღრმეს მადლიერებას გამოხატავს მაიკ გოლდუოთერის მიმართ საკუთარი არქივების გაზიარებისა და იმ შესაძლებლობისთვის, რომელსაც ის ახალგაზრდებს აძლევს, საკუთარი თვალით დაინახონ და გაიაზრონ ისტორიული სიმართლე. ეს პროექტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ისტორიული მეხსიერების გაცოცხლებისა და ახალი თაობისთვის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გზაზე.


გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე რომ შეძლოთ კომენტარის დაწერა
შესვლა | რეგისტრაცია