ქართველებმა ჰოლანდიაში ორგანიზაცია World of Diaspora დააფუძნეს
ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებმა ლალიბუთბაიამ, იზოლდაკვიციანმადანინოუბილავამ დიასპორული ორგანიზაცია World of Diaspora დააფუძნეს. სამივე დამფუძნებელი აფხაზეთიდანაა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლალი ბუთბაიამ განუცხადა, აღნიშნული ორგანიზაციის მიზანია მიგრაციის და ემიგრაციის საკითხებზე მუშაობა, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება როგორც ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.
„ჩვენი ძირითადი მიმართულება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხები იქნება. ემიგრაციაში ჩვენთან ერთად იმყოფებიან ეთნიკური აფხაზები და ოსები. ჩვენ საერთო ევროპული სისტემის ქვეშ ვართ მოქცეული. პრობლემებიც და გამოწვევებიც აქ ყველას ერთი გვაქვს. არსებობს კომუნიკაცია და საერთო ენა-სახალხო დიპლომატია. რაც დიდმა პოლიტიკამ გააფუჭა, რიგითმა მოქალაქეებმა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ურთიერთობა. ჩვენი საბოლოო მიზანია, ყველა იმ ქვეყნის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში კონფლიქტური პროცესების მოგვარებაზე მუშაობენ. ერთობლივი ძალებით სასურველი შედეგების მიღწევა უფრო მარტივი იქნება“,-განაცხადა ლალი ბუთბაიამ.
World of Diaspora-ს თანადამფუძნებელი იზოლდაკვიციანი კი აცხადებს, რომ ყველა ერთ აზრზე იმყოფება-კონფლიქტის მოგვარება აუცილებელია. „ამ თემაზე ხშირად ვიწყებ საუბარს, რომ არსებული რეალობა აზარალებს ქართველებსა და აფხაზებს. ქართველებს, ოსებს და აფხაზებს მხოლოდ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა გვაქვს გასაყოფი. რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში გაფუჭდა ომით - ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გამოვასწოროთ. ამ ორგანიზაციის არსებობით შევეცდებით გავაერთიანოთ მსოფლიო დიასპორა და კონფლიქტური საკითხების გადაწყვეტაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“,-აღნიშნა იზოლდა კვიციანმა.
კიდევ ერთი დამფუძნებელი ახალგაზრდაა - ნინოუბილავა, რომელიც მარკეტინგული კომპანია The Branding Plug მფლობელია და აქტიურად იქნება ჩართული World of Diaspora-ს საქმიანობაში.
„ჩვენი სურვილია ყველა სამთავრობო ორგანიზაციასა თუ კერძო სტრუქტურასთან ერთად შევქმნათ ძლიერი ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია მსოფლიოში მიგრანტებისა და ემიგრანტების კეთილდღეობაზე ზრუნვა. ჩვენ ამის მიზანი და რესურსი გაგვაჩნია“,-აღნიშნა ნინო უბილავამ.
World of Diaspora-ს პროექტებში აქტიურად იქნება ჩართული მწერალი გურამოდიშარია.
„ჩემთვის პატივია მათთან თანამშრომლობა და მინდა წარმატებები ვუსურვო. ლალი ბუთბაია და იზო კვიციანი ჩემთვისაც და ყველასთვის სამაგალითონი არიან”, - აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.
World of Diaspora-ს პრეზენტაცია ამსტერდამსა და ჰააგაში გაიმართა.
ლალიბუთბაია: - ჩვენი ძირითადი მიმართულება და პროექტების თემები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხები იქნება. ემიგრაციაში ჩვენთან ერთად იმყოფებიან ეთნიკური აფხაზები და ოსები. პრობლემებიც და გამოწვევებიც ყველას ერთი გვაქვს. რაც დიდმა პოლიტიკამ გააფუჭა, რიგითმა მოქალაქეებმა უნდა გამოვასწოროთ და ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი, ყველა იმ ქვეყნის ორგანიზაციასთან თანამშრომლობაა, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში კონფლიქტური პროცესების მოგვარებაზე მუშაობენ, მათი გამოცდილების გათვალისწინება და ერთობლივი ძალებით სასურველი შედეგების მიღწევა უფრო მარტივი იქნება. სწორედ ამიტომ დავაფუძნეთ მე, ჩემმა შვილმა ნინო უბილავამ და ქალბატონმა იზოლდა კვიციანმა ფონდი World of Diaspora. 27 წელია, წინ არ გადადგმულა სასიკეთოდ ნაბიჯი. ჩვენ და ემიგრაციაში მყოფი ეთნიკური აფხაზები და ოსები შევეცდებით, სახალხო დიპლომატიის გზით საქმე დავძრათ. ამისთვის დიდი შრომა, მონდომება, ენთუზიაზმი და მოთმინებაა საჭირო. ამ ფონდის შექმნამდე ვაკვირდებოდი ემიგრაციაში მყოფი აფხაზებისა და ოსების დამოკიდებულებას ქართველების მიმართ. ალბათ, დადგა დრო ერთმანეთისკენ გადავდგათ ნაბიჯი. ერთ ნაბიჯს მეორე მოჰყვება და ასე მივალთ ერთმანეთთან.
შესვლა | რეგისტრაცია