უცხოეთში მცხოვრებ ახალგაზრდა თანამემამულეებს!

უცხოეთში მცხოვრებ ახალგაზრდა თანამემამულეებს!

საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს აქვს შესანიშნავი პროგრამა, კულტურულ-საგანმანათლებლო ბანაკები, ანაკლია და შაორი.

საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს აქვს შესანიშნავი პროგრამა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ბავშვებისათვის და ახალგაზრდებისათვის შექმნილია საზაფხულო, კულტურულ-საგანმანათლებლო ბანაკები, ანაკლია და შაორი.

ჩვენი ასოციაცია „გზა შინისაკენ“-ის ადმინისტრაციას წინასწარი შეთანხმებით, გამოგვიყვეს 30 ადგილი, ამ ბანაკებში დასასვენებლად.

აგრეთვე, ჩვენთან შეთანხმებით მიეცემათ საშუალება იმ ახალგარდებსაც, ვინც ისედაც ჩადის საქართველოში და აგვისტოს განმავლობაში იქ იქნებიან, გაატარონ  10 დღე ამ ბანაკებში სრულიად უფასოდ.

ბანაკში მოხვედრის პირობები:

საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ახალგაზრდული ბანაკების მოწყობის შესახებ ინფორმაცია ასოსიაციას „გაზა შინისაკენ“ - 2024 წელი.

1. ორი გაერთიანებული ეტაპი:

ანაკლია 14-18 აგვისტო;  შაორი - 18-22 აგვისტო;

2. ბანაკში მონაწილეთა რიცხვი - 30 ახალგაზრდა; გოგო-ბიჭების რაოდენობა - თანაბარი, ასაკი - 18 – 23 წელი;

3. ბანაკში მიღების შემდგომ ბანაკელები ერთვებიან კულტურულ-საგანმანაღლებლო და სპორტულ პროგრამებში; 

4. ბანაკში იმუშავებს დაცვის პოლიცია, სამედიცინო მომსახურების ჯგუფი;

5. ბანაკელები იყოფიან ჯგუფებად. ჯგუფში იქნება 20 ახალგაზრდა.ყოველ ჯგუფს ეყოლება ერთი მომზადებული ლიდერი;

6.  აუცილებელია ყოველ ბავშვს ჰქონდეს თან და ბანაკელთა ოფიციალურად შედგენილ სიასთან ერთად ინტერნეტის საშუალებით ადრე გადმოეგზავნოს ბანაკის ადმინისტრაციას:

ა) სამოგზაურო დაზღვევა;

ბ) პასპორტის ასლი;

გ) სამედიცინო დასკვნა - ფორმა 100 ან მისი ანალოგი.

7.  ბანაკელთა ტრანპოტირებას თბილისამდე (აეროპორტი, ავტოსადგური) და უკან ახორციელებს ასოციაცია „გზა შინისაკენ“ მშობლებთან ერთად. აეროპორტიდან ბანაკელთა გადაყვანის ორგანიზაციას საორგანიზაციო წერტილამდე  ახორციელებს ბანაკის ადმინისტრაციასთან ერთად ასოციაციის „გზა შინისაკენ“  საქართველოს ფილიალი.

8.  ბანაკელთან ნათესავის შეხვედრა შეიძლება მოეწყოს ბანაკის პასუხისმგებელ პირთან წინასწარი მოლაპარაკების შემთხვევაში სპეციალურ ზონაში ბანაკიდან გაუსვლელად.

 

ასოსიაციას „გაზა შინისაკენ“ კოორდინატორი 

საქართველოში - შენგელია ნუგზარი,

ტელ.: +995-511-207791.

ელ.ფოსტა: gzashinisaken.fond@gmail.com.

 

მოსკოვში - ტრისტან სურმავა;

ტელ.: +79859217173.

ელ.ფოსტა: mol_traid@mail.ru

 

საერთაშორისო ასოციაცია

 „გზა შინისაკენ“  ადმინისტრაცია


გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე რომ შეძლოთ კომენტარის დაწერა
შესვლა | რეგისტრაცია