თაობათა დიალოგი მშვიდობისა და ისტორიული მეხსიერებისთვის

თაობათა დიალოგი მშვიდობისა და ისტორიული მეხსიერებისთვის

უფროსი თაობის ისტორიული გამოცდილების და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის გაერთიანება

შეხვედრაზე ასოციაცია „გზა სახლისკენ“-ის წარმომადგენლები და  ასოციაციის მხარდამჭერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს თანამედროვე ისტორიის მნიშვნელოვანი ფიგურები. უფროსი თაობის წარმომადგენლები საკუთარ ცოდნასა და მეხსიერებას გაუზიარებენ ახალ თაობას, რათა ეს შეხვედრები გახდეს სივრცე, სადაც ახალგაზრდები უშუალოდ მოისმენენ მათ გამოცდილებას, შეხედულებებსა და გზავნილებს.

ასევე აღინიშნა, რომ ინიციატივა უნდა იყოს ახალგაზრდებზე ორიენტირებული და მათ აქტიურ მონაწილეობას ეფუძნებოდეს. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ახალგაზრდები ჩართული იქნებიან როგორც ღონისძიებების შინაარსობრივ დაგეგმვაში, ისე დისკუსიების, ცნობიერების ამაღლების აქტივობებისა და მშვიდობის მშენებლობის გზავნილების გავრცელებაში. შეხვედრის საერთო ხედვა იყო, რომ სხვადასხვა თაობის თანამშრომლობა უფრო გააძლიერებს ახალგაზრდების როლს მშვიდობის, ისტორიული მეხსიერების დაცვისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში.


გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე რომ შეძლოთ კომენტარის დაწერა
შესვლა | რეგისტრაცია