
„გზა შინისაკენ“ - 2024 წლის 26-27 ივნისი
"გზა შინისაკენ "
2024 წლის 26-27 ივნისი
საქართველოში მასობრივი სპორტისა და მინი-ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისათვის, საქართველოს წინააღმდეგ ომების შედეგად სხვადასხვა ქვეყნებში იძულებით გადაადგილებული დევნილი მოსახლეობის გართიანების, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვისა, საკუთარ მამა-პაპათა სახლ-კარში დაბრუნების გზების გამონახვისათვის და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო "ასოციაციის გზა შინისაკენ"წინადადებას და ჩატარდა მინიფეხბურთის მე-2 ტურნირი გარდამავალ პრიზზე "გზა შინისაკენ" 2024 წლის 26-27 ივნისს თბილისის ვაკის საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე.
2024 წლის 26 ივნისს, დილის 10 საათზე და 30 წუთზე გაიხსნა მე-2 ტურნირი მინიფეხბურთში პრიზზე "გზა შინისაკენ".
მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა გუნდებმა: "ცხუმი" სოხუმი, "დინამო " გაგრა, სოხუმის უნივერსიტეტი და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტი.
თამაშები სიმბოლურად დაიწყო ქართული ფეხბურთის გრანდების- ოთარ გაბელიასა და ნოდარ ხიზანიშვილის მიერ.
ტურნირი ჩატარდა ოლიმპიური პრინციპით.
გათამაშებაში კენჭისყრით გუნდების მონაწილეთა შედეგები :
26.06.2024.
11.00 "დინამო " გაგრა - "ცხუმი " სოხუმი = 2 : 1
12.00 სპორტის უნივერსიტეტი - სოხუმის უნივერსიტეტი = 1 : 1, პენალტებით 4:5.
27.06.2024 ფინალი
სოხუმის უნივერსიტეტი - "დინამო " გაგრა = 4 : 1.
საქართველოს მინიფეხბურთის მე-2 ტურნირის გარდამავალი პრიზი "გზა შინისაკენ " გადაეცა ტურნიტში გამარჯვებულს - სოხუმის უნივერსიტეტს.
გუნდის კაპიტანს გარდამავალი პრიზი გადასცა სასიქადულო ქართველმა ფეხბურთელმა ოთარ გაბელიამ.
სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ : ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - თორნიკე ბურდული და საუკეტესო მეკარე - გურამ ბალხამიშვილი.
ტურნირში მონაწილე ყოველი ფეხბურთელი დაჯილდოდა საპატიო სიგელებით.
პრიზები და სიგელები ფეხბურთელებს და გუნდების ხელმძღვანელობას გადასცეს სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა ტრისტან გულბიანმა, სასიქადულო ფეხბურთელმა ოთარ გაბელიამ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ და დევნილთა საერთაშორისო ასოციაციის "გზა შინისაკენ " კოორდინატორმა საქართველოში ნუგზარ შენგელიამ.
ტურნირს აშუქებდა საქართველოს ტელევიზიის 1-ლი არხი, აფხაზეთის ტელევიზია, ცნობილი ფოტოკორესპონდეტი შუქრი დგებუაძე.
ტურნირის ორგკომიტეტი მადლობას უხლის მისი ჩატარების იდეის ავტორებს ჯემალ ძაგანიას და მიხეილ კოპალიანს, აფხაზეთის კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლობს, სპორტის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კოლექტივს -განსაკუთრებით მერაბ მეტრეველს, ზვიად მიქაძეს, თენგიზ კაციას, თამაზ ჯაშს და მარიამ ბუაჩიძეს.
შემდეგი მე-3 ტურნირი გაიმარტება 2025 წელს მაისის თვეში, გიორგობის წინა დღეებში.
იხილეთ ქვემოთ ფოტო მასალა:
შესვლა | რეგისტრაცია