სამოყვარულო ტურნირი ფეხბურთში პრიზზე “გზა შინისაკენ”

სამოყვარულო ტურნირი ფეხბურთში პრიზზე “გზა შინისაკენ”

„შინ დაბრუნების სურვილი დანაშაული არ არის“

საერთაშორისო ასოციაცია “გზა შინისაკენ” მიზნად ისახავს:

1. აფხაზეთიდან (საქართველო) დევნილი მოსახლეობის გაერთიანებას, ახალგაზრდა თაობების დამეგობრებას და საქართველოსადმი - სამშობლოს სიყვარულის ჩანერგვას;

2. უცხოეთში მცხოვრები დევნილი და მიგრანტი ბავშვების ორგანიზებულად, ეტაპობრივად მოწვევას საქართველოში;

3. ერთობლივი, გაერთიანებული ძალებით, საქართველოს ტერიტორიის აღდგენას და დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას;

4. სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ-საგანმანათებლო ღონისძიებების ჩატარებას.

 

მონაწილე გუნდები

1. თბილისის სპორტის უნივერსიტეტი;

2. აფხაზეთის უნივერსიტეტი;

3. სამაჩაბლო-ცხინვალი;

4. სოხუმის „დინამო“

 

 

დებულება

 

1. სლოგანი “გზა შინისაკენ”
2. ჩატარების ვადები: 05.05.2023 - 06.05.2023
3. მიზნები და ამოცანები:

  • საქართველოში  მასობრივი სპორტისა და მინი-ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია
  • საქართველოს წინააღმდეგ ომების შედეგად სხვადასხვა ქვეყნებში იძულებით გადაადგილებული დევნილი მოსახლეობის გართIანების, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, საკუთარ მამა-პაპათა სახლ-კარში დაბრუნების გზების გამონახვა
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
  • ტალანტების აღმოჩენა

4. ორგანიზატორი: საქართველოს სპორტის უნივერსიტეტი;   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაცია “ გზა შინისაკენ”
5. მხარდამჭერები: სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური უნივერსიტეტი; აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია
6. რეგისტრაცია: ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, სპორტის უნივერსიტეტისა და აფხაზეთის უნივერსიტეტის  4 გუნდი.  რეგისტრაცია მოხდება წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე:

  • lგანაცხადის ფორმას უნდა დაერთოს გუნდის წევრების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი დოკუმენტი ( პირადობის მოწმობა )
  • ტურნირში მონაწილეობა ეკრძალებათ პროფესიონალურ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებს
  • გუნდებს აუცილებლად უნდა გააჩნდეთ სრულყოფილი სათამაშო ფორმა ( შორტი, მაისური, გეტრი )
  • პასუხისმგებელი პირის გარეშე გუნდი კონკრეტულ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს
  • რეგისტრირებულმა გუნდებმა, ტურნირის დაწყებამდე უნდა გაიარონ სავალდებულო აკრედიტაცია შერჩეულ თარიღებში
  • მინი - ფეხბურთში მონაწილე გუნდების განაცხადში უნდა იყოს არანაკლებ 8 და არაუმეტეს 11 მოთამაშე
  • ტურნირის მსვლელობის დროს, მონაწილეებს თამაშის დროს შეეძლებათ განახორციელონ 4 შეცვლა

7. შეჯიბრების ჩატარების სისტემა:ტურნირი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით

  • თამაშები გაიმართება 6X6-ზე მოთამაშეთა რაოდენობით ( მეკარის ჩათვლით )
  • თითოეული მატჩის ხანგრძლივობა განისაზღვრება ორი 20 წუთიანი ტაიმით ( ტაიმებს შორის შესვენება 5 წუთი )
  • გამარჯვებული გუნდის გამოვლენა თამაშის ფრით დამთავრების შემთხვევაში მოხდება 3 -3 პენალტის შესრულებით , თუ აქაც ვერ გამოვლინდება გამარჯვებული,  დაინიშნება თითო-თითო პენალტი გამარჯვებულის გამოვლენამდე   
  • ტურნირზე თითოეულ თამაშს მოემსახურება 1 არბიტრი ( საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან )
  • თითოეულ თამაშზე გუნდებს შეეძლებათ  ორივე ტაიმში გამოიყენონ თითოჯერ  წუთშესვენება
  • მატჩები გაიმართება მსოფლიო ფეხბურთისა და მინი-ფეხბურთის  ოფიციალური წესების მიხედვით

8. სადისციპლინო სასჯელი

  • თამაშში მონაწილეობის უფლების არმქონე ფეხბურთელის თამაშის შემთხვევაში გუნდს ჩაეთვლება წაგება 0:1
  • გამოუცახდებლობის შემთხვევაში გუნდს ჩაეთვლება წაგება 0:1
  • თამაშში გაძევებული მოთამაშე ტოვებს მოედანს, 2 წუთის შემდეგ მსაჯის ნებართვით სხვა მოთამაშეს შეეძლება თამაშში ჩართვა

9. დაჯილდოვება


გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე რომ შეძლოთ კომენტარის დაწერა
შესვლა | რეგისტრაცია