
„ქართული სათვისტომო კატალონიაში” (Comunidad De Georgianos En Cataluña ) დაარსდა ქ. ბარსელონაში, 2016 წელს.
ორგანიზაციის მიზანია თანამემამულეების გაერთიანება, ემიგრანტების დახმარება და ახალი თაობისათვის სარწმუნოების, ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნების ხელშეწყობა. უცხოეთში დაბადებული ბავშვებისა და საქართველოდან ახლადჩასული მცირეწლოვანი პატარა ქართველებისთვის ქართული წერა-კითხვის, ისტორიის, რელიგიისა და ტრადიციული კულტურის შესწავლა. ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს “წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა”, “წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული სამრევლო სკოლა”, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი “იბერიონი”, მუსიკალური სტუდია “გამა” და ქართული ხალხური ცეკვის სტუდია “საქართველო”.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: გივი მეტრეველი
მის: Passeig de Santa Eulàlia, 23, 08017 Barcelona
ელ-ფოსტა: diasporacatge@gmail.com
https://www.facebook.com/Comunidad-De-Georgianos-En-Catalu%C3%B1a-691685337669919
შესვლა | რეგისტრაცია