
ასოციაცია „ქართული კულტურის ცენტრი“ / „EuroGeorgia – Barcelona” დაარსდა 2017 წელს.
ორგანიზაცია მიზნად ისახავს ქართველი მოზარდებისთვის გაცვლითი სახის კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას, რომელიც მიზნად ისახავს, ერთის მხრივ, ემიგრანტი ბავშვების ჩართულობას საქართველოში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში, მეორეს მხრივ კი, საქართველოში მცხოვრები ბავშვების დამეგობრებას უცხოეთში მყოფ თანატოლებთან და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას საქართველოს საზღვრებს გარეთ. ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „საქართველო“. 2017 წლის სექტემბრიდან კი, ორგანიზაციასთან, ასევე, მოქმედებს ქართული საკვირაო სკოლა.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: ნანა ფურცელაძე
მის: La Calle Arta 4-6 Barcelona, 08031
ელ-ფოსტა: Nana.Purtseladze@gmail.com
https://www.facebook.com/EuroGeorgia-Barcelona-427986397537581
შესვლა | რეგისტრაცია