ეროვნული იდენტობის დაცვა: ოჯახის ვალდებულება და პასუხისმგებლობა
სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება, ქართული ენის, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების დაცვა განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია. მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობებმა იცოდნენ საკუთარი ფესვები, გააცნობიერონ ეროვნული იდენტობის ღირებულება და პატივი სცენ იმ კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას, რომელმაც ქართველი ერის ისტორია ჩამოაყალიბა.
ოჯახი, წინაპართა ხსოვნა, ენა, კულტურა და სარწმუნოება მრავალისთვის პიროვნული და საზოგადოებრივი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ ფასეულობებთან კავშირის შენარჩუნება ხელს უწყობს ისტორიული ცნობიერების გაძლიერებას, თაობებს შორის კავშირის გამტკიცებას და მომავლის მიმართ პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახების შთამომავლობამ იცოდეს საკუთარი ფესვები, ოჯახური ისტორია და ის კავშირი, რომელიც მათ აფხაზეთთან აკავშირებს. ოჯახმა არ უნდა დაუშვას ამ ბმის გაწყვეტა და მომავალ თაობას უნდა გადასცეს ცოდნა საკუთარი წარმომავლობის, ისტორიული მეხსიერებისა და კულტურული კუთვნილების შესახებ. მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს, რომ იგი აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის შთამომავალია, განურჩევლად იმისა, სად არის დაბადებული. ეს არა მხოლოდ ისტორიული სიმართლის შენარჩუნებას, არამედ იდენტობის, მეხსიერებისა და თაობებს შორის კავშირის განმტკიცებასაც ემსახურება.
“ყურად იღე ღაღადისი შენივე სისხლისა! გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ! წიხლს ნუ ჰკრავ იმ წმინდა ბარძიმს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ივსებოდა შენი სასიქადულო წინაპრების სისხლით!“
შესვლა | რეგისტრაცია