მიმართვა თანამემამულეებს

მიმართვა თანამემამულეებს

ძვირფასო თანამემამულეებო, მომხდარი სამხედრო კონფლიქტის ჯერ საბჭოური, შემდგომში კი, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მრავალწლიანი მომზადების და მწვავე პროვოკაციული ქმედებების შედეგად

ძვირფასო თანამემამულეებო

მომხდარი სამხედრო კონფლიქტის ჯერ საბჭოური, შემდგომში კი, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მრავალწლიანი მომზადების და მწვავე პროვოკაციული ქმედებების შედეგად, სეპარატისტებმა შეძლეს გაეჩაღებინათ აფხაზეთში ომი. როგორც საყოველთაოდ ცნობილია რუსეთი იმთავითვე შეუდგა აფხაზი სეპარატისტების შეიარაღებას, უწევდა ფინანსურსა და სამხედრო დახმარებას საბრძოლო ავიაციით, კატარღებითა და სამხედრო ტექნიკით. რუსეთის ე.წ. მთის ხალხთა კონფედერაციის, ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონის და კაზაკების გარდა, ომში აქტიურად მონაწილეობდნენ რუსეთის არმიის ოფიცრები და ჯარისკაცები. საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებული ომი აფხაზეთის ა.რ.-ში მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობით.

 ძალები არათანაბარი იყო, რის შედეგადაც მივიღეთ 6 ათასი დახოცილი მშვიდობიანი მოსახლე და 250 სიკვდილის შიშით საკუთარი სახლებიდან დევნილი ქართველი.

 ვინაიდან იმ ტრაგიკული მოვლენებიდან დღემდე ვერ გამოინახა დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნების გზები, საინიციატივო ჯგუფი გთავაზობთ შეიქმნას ასოციაცია, რომელიც მოწოდებული იქნება ყველანაირად შეუწყოს ხელი იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეთა მშვიდობიანი დაბრუნებას.

 იმის გათვალისწინებით რომ აფხაზეთში დაბრუნების რეალური გზა ბუნდოვანია და ეს პროცესი შეიძლება კიდევ წლები გაჭინაურდეს აქედან გამომდინარე ასოციაციის ქმედება უნდა წარიმართოს სამი ძირითადი მიმართულებით.

 

1)   აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საზღვარგარეთ მყოფ იძულებით გადაადგილებულ ქართველებთან

2)   საზღვარგარეთ არსებულ ნაციონალურ, კულტურულსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან

3)   ამავე ჯგუფის  მეშვეობით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის აქტიური დახმარებით, საზღვარგარეთ დაბადებული და გაზრდილი ქართველებისთვის შეიქმნას ქართული ენისა და ნაციონალური თვითშეგნების შენარჩუნების რეალური საშუალებები და  პირობები


გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე რომ შეძლოთ კომენტარის დაწერა
შესვლა | რეგისტრაცია