მიმართვა საზღვარგარეთ არსებული ქართული ასოციაციების და სათვისტომოების ხელმძღვანელებს

მიმართვა საზღვარგარეთ არსებული ქართული ასოციაციების და სათვისტომოების ხელმძღვანელებს

მოგახსენებთ რომ თბილისში შექმნილია აფხაზეთიდან დევნილთა საერთაშორისო ასოციაცია “გზა შინისაკენ” (Road to Home) რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ

 მოგახსენებთ რომ თბილისში შექმნილია აფხაზეთიდან დევნილთა საერთაშორისო ასოციაცია “გზა შინისაკენ” (Road to Home) რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. 
 ასოციაციის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა გაერთიანება, გაფანტული ეროვნული ენერგიის შეკრება,  სამშობლოსთან მათი მჭიდრო კავშირის დამყარება. გავერთიანდეთ და ერთიანი ძალისხმევით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური დახმარებით მშვიდობიანი წყაროებით გავიკვლიოთ გზა შინისაკენ. 
 ჩვენი თხოვნაა რომ თქვენი ასოციაციების, სათვისტომოების ფარგლებში შეიქმნას  აფხაზეთიდან დევნილთა განყოფილება (ან გამოიყოს თანამშრომელი) რომლებთანაც ჩვენ დავამყარებთ მჭიდრო კავშირს, რათა ერთიანად ვიმოღვაწეოთ საქართველოს ერთიანობასა და კეთილდღეობისათვის, ქართული ენის, ჩვენი ისტორიის, ადათ წესების პოპულარიზაციის საქმეში, ერთად ვადევნოთ თვალი დევნილთა და მიგრანტთა ყოფა-ცხოვრებას, მათი უფლებების დაცვას და შესაძლო დახმარება გავუწიოთ მათ. გამოვავლინოთ და ფართოდ გავავრცელოთ ინფორმაცია დევნილთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რათა გამოვიწვიოთ საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების სათანადო რეაქცია. 
 ასოციაცია არ არის წმინდა ეროვნულ ჩარჩოებში ჩაკეტილი გაერთიანება, ის თავის რიგებში იწვევს ყველა ერის წარმომადგენლებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მიზნებს. 
 გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესდებას, ვიყოთ აქტიური, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად. 
 ველით თქვენს რეაქციას და პასუხს.
 პატივისცემით საერთაშორისო ასოციაციის თავჯდომარე, ლუკა ღურწკაია 
ჩვენი კოორდინატებია:
საიტი: roadtohome.ge
ტელეფონი: +995595791791
ელ ფოსტა: roadtohome1993@gmail.com
 ასოციაციის მოსკოვის ფილიალის თავჯდომარე, ტრისტან სურმავა 
ტელეფონი: +79859217173
ელ ფოსტა: mol_traid@mail.ru

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე რომ შეძლოთ კომენტარის დაწერა
შესვლა | რეგისტრაცია