მიმართვა ჯემალ ზაგანიას იუბილესთან დაკავშირებით

მიმართვა ჯემალ ზაგანიას იუბილესთან დაკავშირებით

ბატონო ჯემალ გისურვებთ ჯანმრთელობას თქვენი ლამაზი ოჯახით ! კიდევ დიდხანს ემსახურეთ კეთილშობილურ აღმზრდელობით საქმიანობას !

ბატონ ჯემალ ძაგანიას

დღეს თუ რამე შეიძლება ვაღიაროთ და მაღალ დონეზეა, ეს არის სპორტი და სპორტსმენთა მთავარი სამჭედლო არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო ინსტიტუტი, რომელსაც მრავალი წლების განმავლობაში ხელმძღანელობდა ამავე სასწავლო კერის კურსდამთავრებული ბატონი ჯემალ ძაგანია.

ეს ინსტიტუტი ყოფილ საბჭოთა კავშირის პერიოდში, თავისი სპორტული ბაზებით და რეიტინგით საუკეთესოთა სამეულში შედიოდა. მაგრამ შემდეგში, როცა ყველაფერი აირია, დაიწყო ფიზკულტურის ინსტიტუტის მიწების, ბაზებისა და შენობების უკანონოდ დატაცება. შეწყდა სწავლა; პედაგოგ-მასწავლებლები დარჩნენ უმუშევრები.

მაშინ ბატონი ჯემალ ძაგანია დადგა თავისი საყვარელი ინსტიტუტის დასაცავად. მარტომ შეებრძოლა ძალას, რომელიც ბევრად აღემატებოდა მას. იგი დიდი ძალისხმევით დღე და ღამე იბრძოდა იმისათვის, რომ აღედგინათ სწავლა ინსტიტუტში. მისმა შეუპოვარმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. მას გვერდში დაუდგნენ პედაგოგ-მასწავლებლები და სხვანი - ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრები და საბოლოოდ მიაღწიეს იმას, რომ საქართველოს ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტი (შემდგომში სპორტის უნივერსიტეტი) აღდგენილიყო. დაიწყო სწავლება უკვე ბატონ ჯემალ ძაგანიას ხელმძღვანელობით; იგი მადლიერმა პედაგოგ-მასწავლებლებმა რექტორად აირჩიეს. მისი უნივერსიტეტის რექტორად მოღვაწეობის პერიოდში გაიზარდა აბითურიენტთა რიცხვი და ამაღლდა სწავლის დონე, რისი მაჩვენებელია ის, რომ უნივერსიტეტის აღზრდილთა - კურსდამთავრებულთა პროფესიონალიზმი რომ არა, ჩვენი სპორტსმენები ვერ დაიმკვიდრებდნენ ადგილს მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა შორის და ვერ ადიდებდნენ მრავალჯერ საქართველოს !

დღეს ქართული სპორტი არის ქვეყნის სასიქადულო სახე; სპორტსმენები კი საქართველოს პატრიოტები და ღირსეული შვილები. ამაში დიდი წვლილი ბ-ნ ჯემალ ძაგანიას და უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებს მიუძღვით.

მე აქვე მინდა აღვნიშნო ის, რომ ბ-მა ჯემალ ძაგანიამ ითავა ასოციაციასთან „გზა შინისაკენ“ ერთად, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა მონაწილეობით საფეხბურთო ტურნირის ჩატარება გარდამავალი თასით. პირველი ტურნირი ჩატარდა შარშან, მაისის 4-5 რიცხვებში თბილისში. გეგმაშია, რომ ეს ტურნირი გახდეს საერთაშორისო, სადაც შეგვეძლება მოვიწვიოთ დევნილი და ემიგრაციაში მყოფი ბავშვები საზღვარგარეთიდან, ვანახოთ მათ, რომ საქართველო ზრუნავს და იზრუნებს მათთვის, რომ დევნილობაში იძულებით ყოფნაში ბავშვები არ დარჩებიან უყურადღებოდ და უსიყვარულოდ !

დიდი მადლობა ბატონო ჯემალ, რომ თქვენ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ბავშვებისათვის ზრუნავთ და გულგრილი არ ხართ მათდამი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ აფხაზეთის ომის დროს, ერთი წლის განმავლობაში სამი ადამიანი, აფხაზეთიდანლტოლვილი, თქვენს ბინაში თქვენს ხარჯზე ცხოვრობდნენ.

ბატონო ჯემალ გისურვებთ ჯანმრთელობას თქვენი ლამაზი ოჯახით !

კიდევ დიდხანს ემსახურეთ კეთილშობილურ აღმზრდელობით საქმიანობას !

პატივისცემით, ასოციაციის „გზა შინისაკენ“ სახელით


გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე რომ შეძლოთ კომენტარის დაწერა
შესვლა | რეგისტრაცია