მიმართვა ახალგაზრდებისადმი

მიმართვა ახალგაზრდებისადმი

ძვირფასო ახალგაზრდებო! 1992-93 წლებში აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილთა საერთაშორისო ასოციაცია „გზა შინისკენ“ მოგმართავთ თქვენ, რომელთა უმრავლესობა აფხაზეთის ფარგლებს გარეთ დაიბადეთ, მაგრამ წინაპართა მიწა- წყალზე დაბრუნების სურვილი უფროს თაობაზე არანაკლებ გაქვთ, რაც ჩვენ ესოდენ გვაიმედებს.

ვინაიდან ზემოთხსენებული ტრაგიკული მოვლენებიდან დღემდე ვერ გამოინახა დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნების გზები, საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩამოყალიბდა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დარეგისტრირდა საერთაშორისო ასოციაცია „გზა შინისკენ“, რომლის თავმჯდომარედ ავირჩიეთ თქვენი თანატოლი, 1998 წელს დაბადებული - ლუკა ღურწკაია.

ასოციაცია მოწოდებულია ყველანაირი კანონიერი საშუალებებით შეუწყოს ხელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეთა მშვიდობიანი გზით შინ დაბრუნებას. ასოციაციის გამგეობასა და მასში გაერთიანებულ წევრებს კარგად ესმით თუ რა მძიმე ტვირთი აკისრიათ, მაგრამ თქვენი იმედი აძლევს მათ ძალას. სწორედ ამიტომ მოგმართავთ თქვენ და მოგიწოდებთ ერთიანობისკენ. გახდით ასოციაციის წევრები, რათა თქვენ იყო მისი მამოძრავებელი ძალა, რადგან თქვენი უშრეტი ენერგია, ინტელექტი და სამშობლოს გაერთიანების დიდი სურვილი ჭეშმარიტი საწინდარია ჩვენი გამარჯვების.

გვჯერა, რომ სწორედ თქვენ მიიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს, რაც ჩვენ, თქვენმა წინა თაობამ ვერ შევძელით!


გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე რომ შეძლოთ კომენტარის დაწერა
შესვლა | რეგისტრაცია