15-დან 17 მაისამდე თბილისში 1993 წლის აფხაზეთის ომისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
თბილისში, 15-დან 17 მაისის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზსა და ვალერი არქანიას სახელობის გალერეაში ასოციაციამ "გზა შინისაკენ" გამართა გამოფენა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება აფხაზეთში რუსეთის მიერ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ.
პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ბრიტანელი ფოტოჟურნალისტის, მაიკ გოლდვოთერის, ვიდეომოგონება. მის მიერ ომის პერიოდში გადაღებული ფოტომასალა გამოქვეყნებულია არაერთ საერთაშორისო მედიასაშუალებაში, მათ შორის The Independent-ში.
ახალგაზრდა თაობის ჩართულობა პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სტუდენტებში ისტორიული ცნობიერების გაღრმავება ხელს უწყობს რთული ისტორიული პროცესების კრიტიკულ გააზრებას, რაც აუცილებელია რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად.
ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება მიზნად ისახავს მათ დაცვას პროპაგანდისა და რუსული „რბილი ძალის“ გავლენისგან. აღნიშნული მიდგომა ეფუძნება ისტორიულ სიმართლეს, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და დეზინფორმაციის, ფეიკ-ნიუსებისა და მანიპულაციური ნარატივების ამოცნობის უნარის გაძლიერებას.
გამოფენის ორგანიზატორია დევნილთა საერთაშორისო ასოციაცია „გზა შინისაკენ“.
ასოციაციის დამაარსებელი და საპატიო პრეზიდენტია აფხაზეთის ომის ვეტერანი, გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი — მიხეილ კოპალიანი.
ასოციაციის თავმჯდომარე — ლუკა ღურწკაია.
ასოციაციის კოორდინატორი საქართველოში — ნუგზარ შენგელია.
.jpg)
.jpg)

შესვლა | რეგისტრაცია