
მოგმართავთ ყველა ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელებს, ყველა ქართველ მშობელს, საქართველოს მთავრობას, შემოგვიერთდით საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვების საქართველოში მიღებაში, ბანაკების მოწყობასა და მომსახურების ორგანიზაციაში.
მიზანი: ყველა საზღვარგარეთ მცხოვრებმა ბავშვმა მოინახულოს თავისი სამშობლო, ისინი სრულად უნდა ფლობდნენ ქართულ ენას, კარგად იცოდნენ საქართველოს ისტორია, ადათ-წესები, მოინახულონ საქართველოს ისტორიული ადგილები. არასოდეს დაკარგონ კავშირი სამშობლოსთან და შემდგომში ხელი შეუწყონ საქართველოს აღმავლობას, გაერთიანებას, განვითარებასა და საუკეთესო ქვეყნებს შორის მოქცევას. სამშობლოსაგან კი მუდმივი ყურადღება და ყოველგვარი დახმარება სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველებს და მათ ოჯახებს! გავუღვივოთ გრძნობა და სიამაყე თავისი ერისა და სამშობლოსადმი სიყვარული, ახარებდეს ის, რომ ის ქართველია.
შესვლა | რეგისტრაცია