ბანაკები - შაორი, ანაკლია

ბანაკები - შაორი, ანაკლია

საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს აქვს შესანიშნავი პროგრამა საქართველოში, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ბავშვთა და ახალგაზრდათა საზაფხულო კულტურულ-საგანმანათლებლო ბანაკების მოწყობის შესახებ.

საერთაშორისო ასოციაცია „გზა შინისაკენ“ არის ამ პროგრამაში ოფიციალურად შესული, რაც მდგომარეობს შემდეგში:

ასოციაციის ეგიდით ორგანიზებული ახალგაზრდები (17 – 24 წლისანი) დაისვენებენ და მიიღებენ მონაწილეობას კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც მოეწყობა შემდეგი გრაფიკით : რაჭაში, შაორის ტბაზე ბანაკში - 5 დღე, შემდეგ ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე ბანაკში - 5 დღე.

ბანაკებში ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, სამედიცინო დახმარებით და უსაფრთხოებით.

კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას ემსახურება ქართველი ბავშვების სამშობლოსთან ურთიერთობას - საზღვარგარეთ მცხოვრებმა ბავშებმა რომ მოინახულოს თავისი სამშობლო, არასოდეს დაჰკარგონ კავშირი მასთან,  კარგად იცოდნენ საქართველოს ისტორია, ადათ-წესები და შემდგომში ხელი შეუწყონ საქართველოს აღმავლობას, გაერთიანებას, განვითარებასა და საუკეთესო ქვეყნებს შორის მოქცევას. რომ მათ ჰქონდეთ გრძნობა და სიამაყე თავისი ერისა და სამშობლოსადმი სიყვარული, ახარებდეთ ის, რომ მათი სამშობლო საქართველოა.

ბანაკამდე ახალგაზრდების ორგანიზებულად ჩამოყვანას და ბანაკის ეტაპების დამთავრების შემდეგ მათი გაგზავნის ორგანიზაციას მშობლებთან ერთად  ასოციაცია უზრუნველყოფს.

ეტაპების დროზე და სხვა საორგანისაციო საკითხებზე ინფორმაციას მოგაწვდით თანდათან.

511-207791 - შენგელია ნუგზარი - ასოციაციის კოორდინატორი საქართველოში


გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე რომ შეძლოთ კომენტარის დაწერა
შესვლა | რეგისტრაცია