ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა ახალგაზრდებისთვის
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, დევნილთა ასოციაცია „გზა შინისაკენ“ აფხაზეთის 1993 წლის ომისადმი მიძღვნილ გამოფენას ახალი საგანმანათლებლო და საარქივო პროგრამით აგრძელებს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლუკა ღურწკაიას ინიციატივით შეგროვდა და დამუშავდა უნიკალური მასალა: 800-ზე მეტი მოწმის ჩვენება, 3 000-ზე მეტი ფოტო და 10 საათის ვიდეოარქივი. ეს ბაზა საფუძვლად დაედო პლატფორმას, რომელიც ახალგაზრდებს ისტორიულ სიმართლეს, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებს არაფორმალური განათლების გზით აცნობს. წარსული და თანამედროვე მოვლენების გაანალიზებით ახალგაზრდები აცნობიერებენ, რომ 90-იანი წლების ოკუპაცია და უკრაინის დღევანდელი ომი ერთი და იმავე რუსული იმპერიული პოლიტიკის ნაწილია.
ინიციატივაში ასევე ჩაერთო რონდელის ფონდის ახალგაზრდა მკვლევარი არსენ არაქელოვი. მან დამსწრე საზოგადოებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს მიმდინარე მოვლენები გააცნო.
შესვლა | რეგისტრაცია