2023 წლის 9 დეკემბერს თბილისში, მწერალთა სახლში გაიმართა აფხაზეთის შემოქმედებით მოღვაწეთა გახსენების საღამო „აფხაზეთის პორტრეტები“

2023 წლის 9 დეკემბერს თბილისში, მწერალთა სახლში გაიმართა აფხაზეთის შემოქმედებით მოღვაწეთა გახსენების საღამო  „აფხაზეთის პორტრეტები“

2023 წლის 9 დეკემბერს თბილისში, მწერალთა სახლში გაიმართა აფხაზეთის შემოქმედებით მოღვაწეთა გახსენების საღამო  „აფხაზეთის პორტრეტები“ - ციკლის პირველი ღონისძიება  ეგიდით „გზა შინისაკენ“

საღამო მიჰყავდა ქალბატონ სალომე კაპანაძეს (ფილოლოგიის დოქტორი,პროფესორი) და გურამ ოდიშარიას (მწერალი).
წარმოდგენილი იყვნენ ცნობილი მწერლები და პოეტები აფხაზეთიდან - მოსე გვასალია. შოთა აკობია, ზურაბ ნაყოფია, ევგენი აქუბარდია, ნოდარ ხუნდაძე, ივანე პაპასკირი. ივანე თარბა.

ქალბატონმა სალომე კაპანაძემ დამსწრე საზოგადოებას შტამბეჭდავად გააცნო მათი მოკლე ბიოგრაფია, შემოქმედებითი ამპლუა, გზები და ინდივიდუალიზმი.
ბატონმა გურამ ოდიშარიამ გაიხსენა ძალიან საინტერესო ეპიზოდები ამ მწერალთა და პოეტთა ცხოვრებიდან აფხაზეთში, სრულიად საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.
სოხუმის თეატრის მსახიობებმა დაატკბეს მაყურებელი ამ მწერალთა და პოეტთა ნაწარმოებების ლამაზად წარდგენით. ასევე გამოსვლებს შორის ისმოდა ახალგაზრდა ფოლკლორული გუნდის ლამაზად შესრულებული სიმღერები
საღამო დამთავრდა იმედით. რომ გზა შინისაკენ ჩვენს გულებში ცოცხლობს.
საღამოს იღებდა ტელეკომპანია „იმედი“ და „სოხუმის ტელევიზია“. ფოტოკორესპონდენტი ბატონი შუქრი დგებუაძე.


გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე რომ შეძლოთ კომენტარის დაწერა
შესვლა | რეგისტრაცია