წესდება


 

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან (საქართველო)იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაცია

„გზა შინისაკენ“

 

წესდება

 

 

თბილისი

19 აპრილი, 2019 წელი

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

 1.1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაცია „გზა შინისაკენ“ (შემდგომში „ასოციაცია“) არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

1.2. ასოციაციის სრული სახელწოდებაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაცია „გზა შინისაკენ“; ინგლისურად - Non-Profit (Non-Commercial) Legal Entity International Association of Internally Displaced Persons  from Autonomous Republic of Abkhazia (Georgia) - „Road to Home”; რუსულად Непредпринимательское (некоммерческое) юридическое лицо Международная Ассоциация Вынужденно Перемещенных Лиц из Автономной Республики Абхазия (Грузия) - «дорога к дому ».     

1.3. ასოციაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, ბროწეულის ქუჩა 4,ფართი 37, საფოსტო ინდექსი: 0159

1.4. ასოციაციის ელექტრონული ფოსტის მისამართია: l_ghurtskaia@cu.edu.ge

1.5. ასოციაცია იქმნება განუსაზღვრელი ვადით.

1.6. წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად ასოციაციას უფლება აქვს განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა.

1.7. ასოციაციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, უფლება აქვს გახსნას საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის საბანკო დაწესებულებებში. ასოციაციას აქვს ბეჭედი და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.

 

მუხლი 2. ასოციაციის მიზნები

 

2.1. ასოციაციის მიზნებია:

ა) ააიპ აფხაზეთიდან დევნილ პირთა საერთაშორისო ასოციაცია „გზა შინისაკენ“ არის აფხაზეთის ა.რ-დან რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 1992-93 წწ.  გამოუცხადებელი ომის შედეგად დევნილი მოსახლეობის გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს დედა სამშობლოში მშვიდობიანი გზით დაბრუნებას, გაწყვეტილი კავშირების აღდგენას, დევნილთა ოჯახების მხარდაჭერა-დახმარებას, ქვეყნის გაერთიანებასა და მის აღმშენებლობაში აქტიური მონაწილეობის მიღებას.ბ) აფხაზეთიდან დევნილთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი კონსოლიდაცია, საკუთარ და მამა-პაპათა მიერ დატოვებულ სახლ-კარში უპირობო დაბრუნების გზების გამონახვა;

გ) წარუდგინოს საქართველოს მთავრობას წინადადებები საქართველოში მცხოვრები აფზახეთიდან დევნილი ოჯახების მდგომარეოების გასაუმჯობესებლად და  საზღვარგარეთ მცხოვრებ დევნილთა დაბრუნებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად;

დ) აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

ე) ქართული დიასპორების მხარდაჭერით და თანადგომით ქართული ეროვნული თვითმყოფადობის, ტრადიციების, ენის, კულტურის, რწმენის შენარჩუნება-განვითარებისთვის ზრუნვა;

ვ) ყველა შესაძლებელი ფორმით აფხაზეთში ცხოვრების ომამდელი, ომის დროინდელი და ომის შემდეგი პერიოდის ობიექტურად ასახვა, ახალგაზრდობისა და მომავალი თაობისთვის სრული, ობიექტური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.

 

მუხლი 3. ასოციაციის წევრად მიღება

 

3.1. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს.

3.2. ასოციაციის წევრობის მსურველი წერილობითი განცხადებით მიმართავს ასოციაციის თავმჯდომარეს, რომელიც წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში.

3.3. ასოციაციის დამფუძნებლები და შემდეგ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ და აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები.

 

 მუხლი 4. ასოციაციის წევრობის შეწყვეტა

4.1. ასოციაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი უგზო-უკვლოდ აღიარებისას;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი გარდაცვლილად გამოცხადებისას;

დ) გარდაცვალებისას;

ე) ასოციაციის წევრობიდან გარიცხვისას.

4.2. ასოციაციიდან წევრი შეიძლება გაირიცხოს იმ შემთხვევაში, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს, იგი არღვევს წესდებით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, ლახავს ასოციაციის საქმიან რეპუტაციას, ასოციაციასთან შეთანხმების გარეშე დადგენილ ვადაში არ გადაიხდის საწევრო გადასახადს.

4.3. გადაწყვეტილებას ასოციაციის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იღებს ასოციაციის წევრთა საერთო კრება.

 

მუხლი 5. ასოციაციის წევრთა უფლება-მოვალეობები

5.1. ასოციაციის წევრს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის წევრთა საერთო კრების მუშაობაში;

ბ) მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის პროგრამებსა და პროექტებში;

გ) მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ;

5.2. ასოციაციის წევრი მოვალეა:

ა) დაიცვას ასოციაციის წესდება და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

ბ) გაუფრთხილდეს ასოციაციის საქმიან რეპუტაციას და ქონებას;

გ) მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საქმიანობაში;

დ) გადაიხადოს საწევრო გადასახადი დადგენილი წესითა და ოდენობით.

 

მუხლი 6. ასოციაციის წევრთა საერთო კრება

6.1. ასოციაციის მმართველობის უმაღლესი ორგანოა ასოციაციის წევრთა საერთო კრება.

6.2. საერთო კრება ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც. საერთო კრება მოიწვევა ასოციაციის თავმჯდომარის ან ასოციაციის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მიერ. 

6.3. საერთო კრების მოწვევის შესახებ ასოციაციის ყველა წევრს უნდა ეცნობოს კრების ჩატარებამდე სულ მცირე ერთი კვირით ადრე წერილობით, ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო შეტყობინებით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას.

6.4. საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია.

6.5. საერთო კრების მონაწილეები თავიანთი შემადგენლობიდან ხმების უმრავლესობით ირჩევენ კრების თავმჯდომარეს. კრების გადაწყვეტილების მიღებისთანავე თავმჯდომარე ადგენს და ხელს აწერს ოქმს.

6.6. კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ასოციაციის ყველა წევრი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

 

მუხლი 7. ასოციაციის წევრთა საერთო კრების უფლებამოსილებები

7.1. ასოციაციის წევრთა საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას შემდეგ საკითხებზე:

ა) ასოციაციის წესდების მიღება და მასში ცვლილების შეტანა;

ბ) ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

გ) ასოციაციის თავმჯდომარის არჩევა და გათავისუფლება, მისი შრომის ანაზღაურების განსაზღვრა;

დ) საწევრო გადასახადის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრა;

ე) ასოციაციის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა;

ვ) ფილიალების, წარმომადგენლობების, სხვა ორგანოების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; ასოციაციის სხვა ორგანიზაციებში, მათ შორის საერთაშორისო და უცხოეთის ორგანიზაციებში გაწევრიანება და გამოსვლა ამ ორგანიზაციებიდან;

ზ) ასოციაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

თ) ასოციაციის უძრავი ქონების შეძენა და განკარგვა.

ი) ყველა სხვა საკითხზე, რომელთა მნიშვნელობა სცილდება ასოციაციის ჩვეულებრივ საქმიანობას.

 

მუხლი 8. ასოციაციის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

8.1. ასოციაციის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს ასოციაციის თავმჯდომარე.

8.2. ასოციაციის თავმჯდომარეს თავის წევრთაგან ირჩევს ასოციაციის წევრთა საერთო კრება 5 წლის ვადით. ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატურის წარგდენის უფლება აქვს ასოციაციის ყოველ წევრს. ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება მისი არჩევის მომენტიდან და გრძელდება ახალი თავმჯდომარის არჩევამდე.

8.3. ასოციაციის თავმჯდომარე:

ა) წარმართავს ასოციაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;

ბ) წარმოადგენს საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

გ) ასოციაციის სახელით დებს ხელშეკრულებებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, ხსნის ბანკებში საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშებს;

დ) ხელს აწერს ასოციაციის ოფიციალურ დოკუმენტებს;

ე) იღებს გადაწყვეტილებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც არ განეკუთვნება ასოციაციის სხვა ორგანოს უფლებამოსილებას.

8.4 ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება შეუძლია ასოციაციის წევრთა საერთო კრებას თავმჯდომარის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის ან ასოციაციის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო ქმედებებისთვის. ასეთ შემთხვევაში საერთო კრება ერთი თვის ვადაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს.

 

მუხლი 9. ასოციაციის ქონება

9.1. ასოციაციის ქონება იქმნება საწევრო გადასახადების, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღებული სხვა შემოსავლისგან.

9.2. ასოციაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.

 

მუხლი 10. ასოციაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

10.1. ასოციაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

10.2. გადაწყვეტილებას ასოციაციის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ იღებს ასოციაციის წევრთა საერთო კრება.

 

მუხლი 11. დასკვნითი დებულებები

11.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

11.2. თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნება ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

 

საზოგადოების დამფუძნებლები:

1.     ლუკა ღურწკაია, პ/ნ 62002005582, მის.: თბილისი, ნუცუბიძის 3-ე მ/რ, მე-7 კორპ, ბ.25, 28 აგვისტო 1998 წ.

2.         ირაკლი ლორთქიფანიძე, პ/ნ 65002002511, მის.: თბილისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა

კორპ. 27,    ბინა 504, 29 ივლისი 1953 წ.

3.         ვლადიმერ გელენიძე, პ/ნ 62001017172, მის.: ბროწეულის ქუჩა 4, ბინა 37,

12 იანვარი 1953 წ.

4.         რევაზ მანია, პ/ნ 62001021451, მის.: თბილისი, საირმის ქუჩა კორპ.3, ბინა 27, 20 იანვარი 1951 წ.

5.         რობერტ ბაკარაძე, პ/ნ 62001004220, მის.: თბილისი, ალ.ყაზბეგის 34 ა, ბინა 103, 29 ნოემბერი 1948 წ.