საქართველოს პრეზიდენტს ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას

საქართველოს პრეზიდენტს ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს,  საქართველოს პარლამენტს,  საქართველოს მთავრობას

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ, მოსკოვში და მოსკოვის ოლქში მცხოვრები ქართველები - ასოციაციის „გზა შინისაკენ“ წევრები, მოგმართავთ და გთხოვთ მიიღოთ ზომები, რათა შეწყდეს დევნილობაში და მიგრაციაში მყოფი ქართველების ე.წ. „გამოცდა“ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასა და მიღებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ისეთივე საქართველოს შვილები ვართ, როგორც საქართველოში მცხოვრები ქართველები. ნუ გაგვწირავთ. საქართველოს არ ყავს დასაკარგი შვილები. ეს საქართველოს ისტორიაში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირცხვილად დარჩება, როცა ქართველი ქართველს თავის სამშობლოს მოქალაქეობაზე უარს ეუბნება.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ეს დღე ჩვენმა მშობლებმა სისხლის ფასად მოიპოვეს. თქვენ კი მათ შთამომავლებს უკრძალავთ საქართველოში ცხოვრების საშუალებას ! რატომ ?

ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთის ომში ერის საუკეთესო შვილები, ახლა კი ჩვენი ვალია არ დავუკარგოთ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს სამშობლო. დავეხმაროთ, ჩავიყვანოთ და შევაყვაროთ ქვეყანა, რომლისთვისაც თავი შესწირეს მათმა მამებმა, წინაპრებმა.

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ხმა, სულის ძახილი იქნება გაგონილი.

 

პატივისცემით,

მიხეილ კოპალიანი - ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი

ტრისტან სურმავა - მოსკოვის ფილიალის ხელმძღვანელი


გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე რომ შეძლოთ კომენტარის დაწერა
შესვლა | რეგისტრაცია