ენის, იდენტობის და უფლებების დაცვა

ენის, იდენტობის და უფლებების დაცვა

ენა, რომლისთვისაც ვიბრძვით: საქართველოს იდენტობის უწყვეტი ბრძოლა

1978 წლის 14 აპრილს, ათასობით ქართველი შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე, რათა დაეცვა ქარტული ენა, ეროვნული იდენტობისა ნაწილი, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. მათმა სიმამაცე დაამტკიცა, რომ ტოტალური ტირანიის ქვეშაც კი ერთიანობას შეუძლია დაიცვას ის, რაც ერის საფუძველს ქმნის.

ბრძოლა გრძელდება

დღეს იგივე ბრძოლა გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც დე-ფაქტო, არალეგიტიმური ხელისუფლება კრძალავს განათლებას ქართულ ენაზე, ახორციელებს ასიმილაციის პოლიტიკას.

OSCE-ს, Human Rights Watch-ის და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშებით, 2021 წლიდან გალის სკოლებში მთლიანად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება. რუსეთის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად, მასწავლებლები გაუშვეს, სახელმძღვანელოები ჩამოართვეს, და ბავშვები იძულებულნი არიან სწავლა გააგრძელონ რუსულ ენაზე. ეს პოლიტიკა არღვევს განათლებისა და კულტურული იდენტობის უფლებას, რაც აღიარებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ.

“გზა შინისაკენ”: თაობის გაძლიერება

2017 წლიდან, ლუკა ღურწკაიას ხელმძღვანელობით, „გზა შინისაკენ“ ხვდება კონფლიქტით დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს, რომ ხმამაღლა თქვან საკუთარი სიტყვა, ყოველწლიურად 14 აპრილს ორგანიზებულია ღონისძიებები, რომელიც უკვე 12 სკოლასა და 8 უნივერსიტეტში ჩატარდა. კვლევებით, დიალოგით და საერთაშორისო თანამშრომლობით, ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდებს დააკავშირონ ისტორიის გაკვეთილები დღევანდელ რეალობასთან და დაიცვან ენისა და კულტურის უფლებები. ჩვენ ასევე ვუზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს და წარმოვადგინეთ მიმდინარე პრობლემებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ახალგაზრდებმა გააცნობიერონ სიმართლე, რისი გადატანა უწევს ჩვენს თანამოქალაქებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, და იყვნენ მზად დაიცვან მათი იდენტობა და მემკვიდრეობა.

მემკვიდრეობა გრძელდება

1978 წლის სიმამაცე ცოცხლობს ახალ თაობაში, რომელიც უარს ამბობს, რომ გაჩუმდეს. მათი ერთიანობა ამტკიცებს, რომ ენა მეტია, ვიდრე სიტყვები, ეს მეხსიერებაა, იდენტობა და წინააღმდეგობა. მათი გადაწყვეტილება გვახსენებს, რომ თავისუფლება, ღირსება და ადამიანის უფლებები არასდროს არის გარანტირებული, ისინი უნდა დავიცვათ ყოველ დღე.


გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე რომ შეძლოთ კომენტარის დაწერა
შესვლა | რეგისტრაცია